საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ძი იანჩის უმასპინძლა.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წელს ეწურება, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით საქართველოში საკუთარი საქმიანობა შეაჯამა.