საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც 2019 წლის 17 ივნისს სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა, პროცესი ხარვეზების გარეშე, მშვიდ ვითარებაში დასრულდა. საქართველოს 2084 საჯარო სკოლიდან არჩევნები 2071 საჯარო სკოლაში ჩატარდა. კანდიდატების არ არსებობის გამო არჩევნები არ გამართულა მცირეკონტიგენტიან და იმ ორ საჯარო სკოლაში, რომელიც საქარტველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.
ამომრჩეველთა გამოუცხადებლობის გამო არჩევნები არ შედგა მხოლოდ ერთ სკოლაში; კანდიდადტთა მიერ თანაბარი რაოდებობის ხმების დაგროვების გამო, კი 55 საჯარო სკოლაში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, რომლის თარიღს შვიდი კალენდალური დღის ვადაში, სკოლის საარჩევნო კომისია თავად განსაზღვრავს.
სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რომლის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ. სამეურვეო საბჭო ირჩევს როგორც სკოლის დირექტორს, ამტკიცებს ასევე სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს, ამასთანავე, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას. საჯარო სკოლებში სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნები ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება.