არიზონას შტატის ქ. ფინიქსში (აშშ), Intel-ISEF-ის პრესტიჟულ სამეცნიერო - საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც მსოფლიოს 80 ქვეყნის 2500 მოსწავლე ეჯიბრებოდა ერთმანეთს, გამარჯვებულები გამოვლინდნენ. I ადგილის სპეციალური ჯილდოს - „SPIE - Optics and Photonics Special Award” მფლობელები გახდნენ საქართველოს წარმომადგენლები - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩის“ გრანპრის მფლობელები - სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები დეა ილარიონოვა, შორენა გუჯაბიძე, მარინა გუჯაბიძე.
გამარჯვებულმა მოსწავლეებმა საერთაშორისო კონკურსზე წარადგინეს პროექტი „Health care - გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა“.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას!