საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს საქართველოს უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დასაქმების რიგით მეორე ფორუმის მოსამზადებელ საკითხებზე მსჯელობა წარმოადგენდა. ფორუმის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფები სტუდენტებს 400-მდე აქტიურ ვაკანსიას და სტაჟირების პროგრამას შესთავაზებს.
სტუდენტთა დასაქმების ფორუმი პირველად 2016 წელს ჩატარდა. ფორუმის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული სტუდენტები დღემდე აგრძელებენ მუშაობას.