საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს სამუსიკო სკოლების VIII რეგიონული კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია და დასკვნითი კონცერტი გაიმართა.
კონკურსი საქართველოს მუსიკალური საზოგადოების (საზოგადოების თავმჯდომარე მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე მანანა ახმეტელი) ინიციატივითა და სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში, თელავსა და გორში სამ ტურად ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს 5 რეგიონის 31 სამუსიკო სკოლის 143 მოსწავლემ მიიღო. გამოვლინდა 18 საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც უმაღლესი ხარისხის დიპლომებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ.