04.06.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი
მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ილია ვეკუას
სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ამავე სკოლის მოსწავლეთა კულტურული
მემკვიდრეობის კლუბისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ, ძველ
ქართულ ხელნაწერთა გამოფენას გაეცნო. წარმოდგენილ ექსპონატებთან დაკავშირებით,
ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორმა ბუბა კუდავამ მოსწავლეებისთვის სემინარი
გამართა. სემინარს წახალისების ფორმა ჰქონდა და იგი იმ მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც წარმატებით
მონაწილებდნენ ისტორიისა და ქართული ენის ოლიმპიადებში.
ერთობლივი პროექტის მიზანია მომავალ თაობას
ძველი ქართული ხელნაწერები, მათი შექმნის ისტორია და საარქივო მასალები გააცნოს;
დაეხმაროს მოზარდებს უკეთესად აღიქვან და გაიგონ ის ნაწარმოებები,
რომლებსაც ისინი სასკოლო პროგრამით სწავლობენ; გაეცნონ იმ ტექნოლოგიებს, რომლებსაც
ჩვენი წინაპრები იყენებდნენ დამწერლობისთვის საჭირო მასალების შექმნისას და სხვ.
42-ე სკოლაში გამოიფინა ძველ ქართულ
ხელნაწერთა ასლების 15 ექსპონატი, საინტერესო საბუთებისა და საარქივო მასალების
ფოტოები.