საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში გრძელდება.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ბატიაშვილი ბელარუს კოლეგასთან ერთად ინფორმაციული და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ რესურსცენტრს ეწვია, სადაც IT-ტექნოლოგიებისა და ინფორმატიკის სფეროში პროფესიული განათლების პროგრამები ხორციელდება. მინისტრმა რესურსცენტრის ბაზაზე არსებული ლაბორატორიები დაათვალიერა და დეტალურად გაეცნო მათ საქმიანობასა და არსებულ პროგრამებს.
ბელარუსის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა იგორ კარპენკომ მზადყოფნა გამოთქვა სურვილის შემთხვევაში ქართულ მხარეს პროფესიული განათლების სფეროში ბელარუსის გამოცდილება გაუზიაროს.