მეორე ევროპული თამაშები - „მინსკი 2019“ საზეიმოდ დაიხურა. ცერემონიას „დინამოს სტადიონმა“ უმასპინძლა. 50 ქვეყნის ოლიმპიურმა გუნდმა 22 000 მაყურებლის წინაშე სახელმწიფო დროშებით ჩაიარა. საქართველოს დელეგაციის მედროშე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია იყო.
მეორე ევროპული თამაშები წარმატებული გამოდგა საქართველოს ოლიმპიური გუნდისთვის. ჩვენმა სპორტსმენებმა ჯამში 30 მედალი მოიპოვეს. 6 ოქროს, 10 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედლით საქართველომ 50 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა! მინსკში დევიზი „უკეთ, ვიდრე ბაქოში“ წარმატებით შესრულდა.
მესამე ევროპულ თამაშებს 2023 წელს პოლონეთის ქალაქი კრაკოვი უმასპინძლებს.
ევროპული თამაშების მედალოსნები საქართველოდან:
ოქრო – ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო, 60 კგ), ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო, -57 კგ), დავით ლორიაშვილი (სამბო, -100 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (სამბო, -74 კგ), ბექა ბერძენიშვილი (სამბო, +100 კგ), გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ).
ვერცხლი – მინდია ლილუაშვილი (სამბო, -68 კგ), ნინო ოძელაშვილი (სამბო, -72 კგ), ელენე ქებაძე (სამბო, +80 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 100 კგ), ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), სახილ ალახვერდოვი (კრივი, 49 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ).
ბრინჯაო – ბექა ბერულავა (სამბო, -82 კგ), ამირან პაპინაშვილი (ძიუდო, 60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო, 66 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, 66 კგ), გივი ნადარეიშვილი (სამბო, -52 კგ), გეგა ჩირგაძე (სამბო, 62 კგ), პაატა ღვინიაშვილი (სამბო, -90 კგ), ლუკა მაისურაძე (ძიუდო, 81 კგ) ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა, წყვილები, 50 მ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), ოთარ ერანოსიანი (კრივი, 60 კგ), გოგიტა არქანია (კარატე, კუმიტე, +84 კგ), დავით ჩხარტიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 60 კგ).