ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის შემუშავების პროცესში ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელეს, მას მაღალი შეფასება მისცეს და სამინისტრო სპეციალური სერტიფიკატით დააჯილდოვეს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროექტზე „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში“ 2014-2019 წლებში მუშაობდნენ. მათ საჯარო და კერძო სექტორებს შორის სხვადასხვა კანონპროექტის შემუშავების პროცესში თანამშრომლობის ხარისხი გამოიკვლიეს, შეაფასეს და გამარჯვებულები ასე გამოავლინეს.