გარკვეული შეღავათებით საცურაო აუზით სამი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისარგებლებენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 186-ე საჯარო სკოლის 80-მდე პირველკლასელს, მოსწავლეებს მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, უფასოდ ჩაუტარდებათ ცურვისა და წყალბურთის გაკვეთილები. აუზით სარგებლობა უფასოდ შეეძლება აფხაზეთის ომის მონაწილის და რუსეთ-საქართველოს ომის გმირის ზაზა დამენიას ვაჟს მეხუთეკლასელ გიორგი დამენიას, რომელიც ბაბუასთან და დედასთან ერთად აუზის გახსნას დაესწრო.
186-ე საჯარო სკოლაში
დიდი დაინტერესება გამოიწვია პრეზიდენტის ინიცირებულმა პროექტმა ფიზკულტურის
სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლების თაობაზე. ამ სკოლის მოზარდები ფეხბურთით, ფრენბურთითა და
რაგბით არიან
დაინტერესებულნი. მათ ახალი სასწავლო წლიდან
ცურვასა და წყალბურთან ერთად, სპორტის ამ სახეობებშიც
ჩაუტარდებათ გაკვეთილები. ამ მიზნით სკოლაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა
მიმდინარეობს. პროექტ ”იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში
სრული რეაბილიტაცია უტარდება დახურულ სპორტულ დარბაზს, ქალაქის მერია სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აწარმოებს რაგბის
მოედნის მშენებლობას.
თბილისის 186-ე საჯარო სკოლაში 850 მოსწავლე სწავლობს და 98 პედაგოგი მოღვაწეობს. სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მონაწილეობენ სასკოლო ოლიმპადებსა და სხვადასხვა კონკურსებში. მიმდინარე წელს სკოლას 2 ოქროსა და 3 ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს.