2019 წლის 21-28 ივლისს, სომხეთში, ქალაქ ერევანში, შემოქმედებითი ტექნოლოგიების "TUMO" ცენტრის ორგანიზებით და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ პარტნიორობით, საზაფხულო ბანაკი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 50 ქართველი მოზარდი მიიღებს.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია ბანაკის ბენეფიციარებს და მათ მშობლებს შეხვდა. მან მოზარდებს წარმატებული და ნაყოფიერი დასვენება უსურვა.
ერევნის საზაფხულო ბანაკში მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ანიმაცია, ფილმები, ფოტოგრაფია, მუსიკა, პროგრამირება, 3D მოდელირება, რობოტექნიკა, ხატვა, გრაფიკული დიზაინი.