საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე ყველა დაინტერესებულმა მხარემ გამოთქვა ურთიერთთანამშრომლობის სრული მზაობა ზემოაღნიშნული პრობლემის დაძლევის მიზნით. ამასთან, განისაზღვრა პროცესის საჯაროდ და ინკლუზიურობის პრინციპის დაცვით წარმართვისა და კოორდინაციის მექანიზმები.