გადაწყვეტილება რეჟისორების, დამდგმელი მხატვრის, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინო კრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 12 კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.
გამარჯვებული ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ოსკარის კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 5 ქართული ფილმი იბრძოდა:
ნინო ჟვანიას “აღლუმი”
მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება”
დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”
გიგიშა აბაშიძის “მეზობლები”
დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”
კომისისიის შემადგენლობაში იყვნენ:
ნანა დოლიძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
გაგა ჩხეიძე – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
ნინო ანჯაფარიძე – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
გიორგი ხარებავა – კინოსტუდია “ქართული ფილმი”
სულხან თურმანიძე – პროდიუსერი
ზურაბ ინაშვილი – რეჟისორი
ანკა კალატოზიშვილი – დამდგმელი მხატვარი
სალომე კიკალეიშვილი – კინოკრიტიკოსი
გიორგი მასხარაშვილი – რეჟისორი
არჩილ შუბაშვილი – კინოკრიტიკოსი
თემურ ჩხეიძე – რეჟისორი
ნატა მურვანიძე – მსახიობი