4-11 აგვისტოს, დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე გაიმართა კრივის ევროპის ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეთა შორის. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა 30 ქვეყნის 316 სპორტსმენი. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდა და 15 მედალი მოიპოვა - 7 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
თბილისში ჩატარებულმა ევროპის ჩემპიონატმა, ევროპის კრივის კავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა - ჩემპიონატი კარგად იყო ორგანიზებული და როგორც ევროპული კრივის ხელმძღვანელი პირების, ასევე თბილისში ჩამოსული სტუმრების მოწონება დაიმსახურა.
შეჯიბრების დასკვნით დღეს, 11 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ორთაბრძოლებს დაესწრო - განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რომელმაც ქართველ მოკრივეებს უგულშემატკივრა და მოგვიანებით პრიზიორი სპორტსმენები, მათ შორის ჩემპიონი დავით ჯაფარიძე დააჯილდოვა.