უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მაძიებლის პროფესიული ცოდნის განვითარებას, მასწავლებლის უნარ-ჩვევებით აღჭურვას და სასკოლო გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობას. პროგრამა ხორციელდება დისტანციურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის პარალელურად. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართულები თავად გეგმავენ პროგრამაში საკუთარი მუშაობის გრაფიკს 2 წლამდე პერიოდით.
პროგრამის ბენეფიციარები არიან:
პროგრამის წარმატებით დაძლევის შემდეგ, უსტატუსო პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ სტატუსი განსაზღვრულ ვადაში მოიპოვონ. ისინი ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამაში იმ შემთხვევაში თუ, არ გადიან მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამას.
მასწავლებლობის მსურველმა (თუ აკმაყოფილებს მოთხოვნას) რეგისტრაცია უნდა გაიროს საიტზე www.pedagogi.ge / www.teacherjobs.ge და მონიშნოს სასურველი სკოლა/სკოლები, სადაც სურს მუშაობის დაწყება. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სკოლა უფორმებს ხელშეკრულებას და იწყებს სწავლებას. მისი საქმიანობა ანაზღაურებადია.
მუშაობის პარალელურად, მაძიებელი გადის აკადემიურ კურსს. აკადემიური კურსი მიმდინარეობს დისტანციურად და კურსის მიმდინარეობისას მაძიებელი მასწავლებელი მიღებულ დავალებებს ახორციელებს პრაქტიკაში.
პრაქტიკული კურსი მიმდინარეობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც გამოუყოფს მხარდამჭერ (ტუტორ) გამოცდილ პედაგოგს, რომლის ვალდებულებაც იქნება დაეხმაროს მაძიებელს სკოლასთან ადაპტაციაში და პრაქტიკული დავალებების შესრულებაში.
არსებობს მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის გრძელი და მოკლე/ინტენსიური კურსი. მაძიებელ მასწავლებელს, შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი მათგანი. გრძელი კურსი გულისხმობს, მაქსიმუმ, ორ წელს, მოკლე/ინტენსიური კურსი - 4 თვიან პერიოდს.