02.09.2019
30 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში არსებული ურთიერთობები, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის, ორი ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუციებს შორის პირდაპირი კავშირების ხელშეწყობის პერსპექტივა. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გააქტიურებას განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით.