შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გია მამულაშვილი და ცენტრის თანამშრომლები.
სასწავლო პროცესში მონაწილე მხარეებს შორის ეთიკურად მიზანშეწონილი და საზოგადოებრივად გამართლებული ურთიერთობების დამკვიდრება სასწავლო პროცესის სრულყოფისთვის აუცილებელია. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება მასწავლებელთა პროფესიული, მოსწავლეთა ქცევისა და სკოლების დირექტორთა ეთიკის კოდექსები, რომლებიც სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება.
მოსწავლის ქცევის კოდექსი მოიცავს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. მოსწავლის ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას. კოდექსი ემსახურება მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.
მოსწავლეთა ეთიკის კოდექსზე სამუშაო შეხვედრები უკვე მოეწყო სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებთან და იმისთვის, რომ ეთიკის კოდექსმა სრულყოფილი სახე მიიღოს ანალოგიური სამუშაო შეხვედრები მრჩეველთა საბჭოსთან, დარბაზის წევრებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან და საზოგადოების სხვა წევრებთნ მომავალშიც მოეწყობა. მათი შენიშვნები და შეხედულებები ეთიკის კოდექსის საბოლოო ვარიანტში იქნება გათვალისწინებული.