მიმდინარე წლის 18 ივნისიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ხორციელდება სსიპ „გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის“ მიერ ინიცირებული პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რიგი ღონისძიებების გამართვა შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში .
პროექტის მეორე ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები 6 სექტემბერს სოფლებში ტყაიასა და რუხი, ასევე ქ. ზუგდიდში გაიმართა, სადაც მეცნიერები - ნატო მარშანია, ლია ახალაძე, მანონ ბულისკერია მოსახლეობას შეხვდნენ და ქართულ - აფხაზურ კულტურულ და ისტორიულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ასევე, მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენა და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი, ფილმების ჩვენება.
პროექტის დასკვნითი ნაწილი კი შემაჯამებელი კონცერტი იყო, რომელიც ქ. ზუგდიდში, მოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა. მასში მონაწილეობა ზვიად ბოლქვაძემ და მუსიკალურმა ბენდმა „ნიუტონმა“ მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ.ზუგდიდში და მის შემოგარენში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებიც.