გამოქვეყნდა იმ დამატებითი საგნების პირველადი ჩამონათვალი, რომლებიც უნდა ჩააბარონ აბიტურიენტებმა კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში.
ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.naec.ge
უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ დეკემბრის ბოლომდე შეიტანონ ცვლილება აღნიშნულ ჩამონათვალში.
შეგახსენებთ, რომ განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.
გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო გამოცდაში:
სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:
რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა.
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.
გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.
აბიტურიენტების ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრების გამართვას იწყებს. ღია კარის დღე 17 სექტემბერს, 16:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართება.