საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ ხელმძღვანელთან სებასტიან მოლინეუსთან შეხვედრა გამართეს და განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე კომპლექსური რეფორმის დეტალებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის სამომავლო გეგმები და განსაზღვრეს ის სფეროები, რომლებშიც მსოფლიო ბანკი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქტიურად ითანამშრომლებს.
მსოფლიო ბანკთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, ახლო მომავალში დაიწყება მსხვილი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი - Georgia I2Q“ განხორციელება.
პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, როგორებიცაა: