ახალი სასწავლი წლის დაწყებასთან ერთად, რეგიონის პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. განათლების მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე ამჯერად, თელაველ პედაგოგებს მე-4 საჯარო სკოლაში შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე მინისტრის მოადგილე სკოლის ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებს გაესაუბრა.
მასწავლებლებთან შეხვედრაზე ირინა აბულაძემ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და შეეხო როგორც მიმდინარე ისე, ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებს. ბოლოს, მინისტრის მოადგილემ მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.
ირინა აბულაძის განცხადებით, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ჩავლენ და უშუალოდ პედაგოგებთან განიხილავენ თითოეულ სიახლეს, მოისმენენ მათ შეფასებებს, შენიშვნებს და წინადადებებს.