საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.
ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისართან კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშთან შეხვედრაზე, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს განათლების სისტემაში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
„დიდი პატივია ჩემთვის აქ, ამ შენობაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიღება. მინდა მივულოცო საქართველოსა და თავად მინისტრს ის შედეგი, რაც თქვენ განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიაღწიეთ. მინდა ვუთხრა ქართველ მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომ ვამაყობთ ყველაფერი იმით, რაც თქვენ გააკეთეთ. ჩვენი ასოციაციის შეთანხმება მეცნიერებისა და ინოვაციების შესახებ საკამოდ წარმატებულია და ღიაა მსოფლიოსთვის. ზოგადად საქართველო ძალიან გახსნილი ქვეყანაა და იმედი გვაქვს ერთობლივად ბევრ პროექტს განვახორციელებთ“ - განაცხადა კარლოს მოედაშმა მინისტთან შეხვედრისას.