განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაკიძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძესთან, ბაღდათი–ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატ კობა ლურსმანაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების - ლეღვნის, საღანძილის, ვანისა და სხლითის მოსახლეობას შეხვდა.
სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა მოსახლობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და რიგ საკითხებთან მიმართებაში ადგილზე დასახეს მოგვარების გზები.
რეგიონებში სამუშაო შეხვედრები მთავრობის ინიციატივით იმართება და მისი მიზანია მოსახლეობისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გაცნობა, მათგან კი, ადგილზე არსებულ პრობლემებზე ინფორმაციის მიღება. შედეგად, 2020 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულება მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმება.