საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, დაინტერესებულ პირებთან, მართავს შეხვედრას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით.
შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს (ხუთშაბათი), 15:00 საათზე.
შეხვედრის ადგილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (დ. უზნაძის N52) შენობა, შეხვედრების ოთახი N249, II სართული, II ფლიგელი.