საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის პრინციპები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე ორ ინსტიტუციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება გადაწყდა, რათა შემდგომში უფრო კოორდინირებულად და ეფექტურად მოხდეს მომიჯნავე თემების კოორდინაცია.
სამინისტრო 2016 წლიდან ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაერთიანებული წილობრივი შეთანხმების წევრია და კულტურული მარშრუტების სამმართველოსა და სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი საბჭოს მეშვეობით, ახდენს აღნიშნული პროგრამის ეროვნულ დონეზე კოორდინაციას.