საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ, ევროპული განათლების ფონდის (ETF) ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანს პროფესიული განათლების საკითხებთან დაკავშირებით ფინეთის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
ფინეთის განათლების სააგენტოს წარმომადგენელმა, შეხვედრის მონაწილეებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ფინეთის პროფესიული განათლების სისტემის სტუქტურის, მართვის, პროფესიული განათლების დაფინანსებისა და მთელი სიცოცხილის მანძილზე სწავლის პრინციპის რეალიზების მექანიზმებთან დაკავშირებით. ექსპერტებმა, ასევე, ისაუბრეს ფინეთში არსებული სხვადასხვა საგანმანათლებლო სერვისების შესახებ.
შეხვედრაზე დაიგეგმა ფინეთსა და საქართველოს შორის, პროფესიული განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და ფინელი ექსპერტების ჩართულობის გაძლიერება, საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის განვითარების პროცესში.