საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სავალუტო ფონდის მისია განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სექტორში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მიმდინარეობის შეფასების მიზნით, სადაც მისიის განსაკუთრებული ყურადღება განათლების რეფორმასა და მის შედეგებს დაეთმო.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში განათლების სექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინიციატივები, მათ შორის მასწავლებელთა სერტიფიცირებისა და სახელფასო პოლიტიკის მიმართულებით შემუშავებული სამოქმედო გეგმა და მისი პირველი ფაზის შედეგები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხი ზოგადი განათლების სექტორში დაგეგმილ და მიმდინარე სხვადასხვა ინიციატივებს, აქცენტი გაკეთდა საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის ხელმოწერილი 100 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტის მნიშვნელობაზე, რომელიც მოხმარდება
სკოლების ინფრასტრუქტურასა და სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებას.
სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს განათლების სექტორში მიმდინარე კომპლექსური რეფორმები და ხაზი გაუსვეს საქართველოს სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის განათლების სექტორის კომპლექსური და თანმიმდევრული რეფორმირების აუცილებლობას.