საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაკიძე, საქართველოში ესტონეთის ელჩს, კაი კარელსონს და ტალინის ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის, პროფესიული განათლების მიმართულებით მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას, რამაც პროფესიული კოლეჯებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მხრივ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება უზრუნველყო. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ესტონურ მხარესთან პარტნიორობით, პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) ინიციატივით, სოციალური მედიის მენეჯმენტის სპეციალისტის ახალი სატრენინგო პროგრამა შემუშავდა, რომელიც პირველ ეტაპზე გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში დაინერგება.