საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბადრი მაისურაძემ, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამშრომლებს თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ლაშა შეროზია, წარუდგინა.
მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა ქართული თეატრის განვითარების სამომავლო გეგმებზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას თეატრი. ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა კი თანამშრომლებს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გააცნო.
ლაშა შეროზია, პროფესიული საქმიანობასთან ერთად, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი იყო, გარდა ამისა, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სოციალურ პროექტში. ამასთან ერთად, ის არასამთავრობო ორგანიზაცია „International Union of Young Artists” ერთ-ერთი დამფუძნებელია.