საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა, ევროპის
საბჭოს მისიის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. შეხვედრების დროს
საუბარო შეეხო კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით ეფექტური რეგიონული
თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავებასა და ახალი სტრატეგიული მიდგომების ჩამოყალიბებას.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კულტურის, როგორც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური
განვითარების ხელშემწყობ ფაქტორზე.
ლევან ხარატიშვილმა მოლდოველ კოლეგებს კულტურის სფეროს რეფორმირებისა და კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში ქართული მხარის გამოცდილება გაუზიარა; ამ ეტაპზე მოლდოვის რესპუბლიკა „კულტურის სტრატეგია 2030“-ის დოკუმენტზე მუშაობს, რაშიც ქართული გამოცდილების, როგორც ევროპის საბჭოს საუკეთესო მაგალითის გაზიარება და რეკომენდაციები უმნიშვნელოვანესია.
ვიზიტის დროს, ასევე, დაიგეგმა ორ ქვეყანას შორის განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნა.