ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს ფილმისთვის „შინდისი“.
კინოფესტივალზე ძირითადად ის ფილმებია წარმოდგენილი, რომლებიც ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციებისთვის იბრძვიან.
ფილმის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე კვირის წინ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც „შინდისს“ ფესტივალის გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა.
ამჟამად „შინდისი“, როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმი, ლოს ანჯელესში ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაშია ჩართული.