“ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა” 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანია არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლა, არაქართულენოვანი მოსახლეობის ერთიან სამოქალაქო სივრცეში ინტეგრირება. ასევე, ჩვენი ქვეყნის რეგიონების მმართველობისა და თვითმმართველობის დაწესებულებებში მართვის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხის ამაღლება, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება.
ჟვანიას სკოლა მაღალმთიანი, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ და კონფლიქტის ზონების რეგიონების მოქმედ ან პოტენციურ საჯარო მოხელეებს რამდენიმე მიმართულების მოკლევადიან და გრძელვადიან საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პროგრამებით გადაამზადებს.