16.11.2019
მწერალთა სახლში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამოფენა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ფონდის ყველაზე პოპულარული ტრადიციული კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ დიდ მნიშვნელობასა და მიზნებზე, მოსწავლეებს შორის მეცნიერების პოპულარიზაციაზე ისაუბრა. გამოვლინდნენ გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. საუკეთესო პროექტის, გამოგონების ავტორები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებითა და ჯილდოებით. გრანპრის მფლობელი გახდნენ სერვანტესის სახელობის გიმნაზია ,,აია-GESS” მოსწავლეები როსტომ ნიორაძე და ქეთა აფციაური , პროექტი: „თეთრი დათვი-შუქგამტარული მოქნილი მასივი სტატიკური მზის პანელის გაიდის როლში და პელტიეს ელემენტების გამოყენება ფუჭი სითბური ნაკადის უტილიზაციისათვის“.
I ადგილის მფლობელები გახდნენ სერვანტესის სახ.გიმნაზია ,,აია-GESS მოსწავლეები მარიამ მაღრაძე, თეონა კონტრიძე, თეკლა ლეჟავა; II ადგილის მფლობელები გახდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები ლიზი ტურაშვილი, მარიამ მიქაძე, ავთანდილ გუჯაბიძე. III ადგილის მფლობელები გახდნენ :სერვანტესის სახ.გიმნაზია ,,აია-GESS"; ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის, თბილისის კლასიკური გიმნაზის მოსწავლები გეგა შავ დათუაშვილი, მარიამ ნინუა, ბაია გრძელიშვილი.
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი„ლეონარდო და ვინჩი“, რომლის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია მოსწავლე ახალგაზრდებს შორის, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, ყოველწლიურად ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.