გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში - ,,პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების გაძლიერება შიდა ქართლის მხარეში" მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის №1 საჯარო სკოლში დეკორატიული მებაღეობის პროგრამის ელემენტების შეტანა დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ითვალისწინებს სკოლის შესაძლებლობების განვითარებას პროფესიული მიმართულებით. პროექტის განხორცილებაში, ასევე ჩართულია პროფესიული კოლეჯი „განთიადი“, რომელიც საჯარო სკოლას საუკეთესო გამოცილებას გაუზიარებს, რაც სკოლას მებაღეობის მიმართულებით პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის დანერგვაში დაეხმარება.
დღეს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე, პროექტის სხვა პარტნიორები სკოლის ტერიტორიაზე მებაღეობის პროგრამისთვის გაშენებული ბაღი დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდნენ.
თამარ ქიტიაშვილმა დადებითად შეაფასა სკოლის ინიციატივა და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება და პროფესიული ორიენტაცია უნდა დაიწყოს სკოლიდან, რაც არის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. მისი თქმით, მუხრანის სკოლის ინიციატივა კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და საჯარო სკოლამ ითანამშრომლოს და რეგიონში ახალგაზრდებს შესთავაზონ საინტერესო აქტივობები, რაც მათ ძალიან ბევრ საკვანძო უნარს განუვითარებს და ცხოვრებაში გამოადგებათ.