საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხადაჭერითა და კომპანიის „Trifecta’ კოორდინაციით, ერთთვიანი კამპანია მიმდინარეობს, რომლის მიზანია რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინფორმირება იმ საგანმანათლებლო სერვისებზე, რასაც პროფესიული განათლების სისტემა საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს.
პროექტი „სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (PSD TVET SC) პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
საინფორმაციო შეხვედრები 10 სხვადასხვა ქალაქში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიმართება, რომელსაც ვეტერანი მორაგბეები - ლექსო გუგავა და ნოდარ ანდღულაძე წარუძღვებიან.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიულ კოლეჯ „იკაროსში“ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.