საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, სამინისტროსა და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან და საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე, მხარეებს შორის საუბარი შეეხო უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღმავების საკითხებს, მათ შორის, პროექტის - „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ ეფექტურად ფუნქციონირებასა და კვლევების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის ფორმატში“ განსახილველი საკითხების მნიშვნელობაზე და კონკრეტული საკითხების დეტალურად განსახილველად მომდევნო შეხვედრებიც დაგეგმეს.