მიმდინარე, შემოდგომის სემესტრში პროფესიული უნარების განვითარების 250 საორიენტაციო და 27 სასერტიფიკატო კურსში საქართველოს 378 საჯარო სკოლის მე-8-12 კლასის მოსწავლეები არიან ჩართულნი.
მთლიანობაში, მიმდინარე სემესტრში #WSD პროგრამას 160 ახალი საჯარო სკოლა შემოურთდა, ჯამში კი პროგრამაში ჩართული სკოლების რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა.
პროგრამის ფარგლებში რეგიონში ოთხი საჯარო და ერთი კერძო კოლეჯი ოპერირებს.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროგრამის ოფიციალურ გვერდს: https://www.facebook.com/VETinSCHOOL/