საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ნორვეგიის დელეგაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინკლუზიური განათლების მიმართულებით საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლო გეგმების განსაზღვრა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ გეგმებზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა სწორედ ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით დაიწყო.
შეხვედრაზე სტუმრებმა ასევე განიხილეს ინკლუზიური განათლების სისტემის მართვის ძირითადი მექანიზმები და ქართულ მხარეს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს.