საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი სსიპ კოლეჯში „აისი“ პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის კურსებს დაესწრო და პროგრამის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებთან კურსების მიმდინარეობისა და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის განხორციელება 2017 წლიდან დაიწყო და დღემდე პროგრამაში ჩართულია 600-ზე მეტი საჯარო სკოლა და ყველა ქმედითი კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელები დაწესებულება. პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელება და ის ორ მიმართულებას აერთიანებს: პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო (მე-8-9 კლასის მოსწავლეებისთვის) და პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო (მე-10-12 კლასის მოსწავლეებისთვის) პროგრამები.
პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა პროფესიულ და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის პირველ მასშტაბურ პრეცენდენტს წარმოადგენს, რომლიც ფარგლებშიც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ მათთვის სასურველ პროფესიას, მოსინჯონ საკუთარი ძალები სხვადასხვა მიმართულებით და მიიღონ გააზრებული და ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილება.
მინისტრის მოადგილის სტუმრობისას კოლეჯის ბაზაზე პრაქტოსი ექთნისა და სტილისტის პროფესიის კურსებს ესწრებოდნენ სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. საგულისხმოა, რომ აღნიშნული სკოლა პროგრამაში 2017 წლიდან არის ჩართული და მის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა პროფესიის კურსები გაიარონ როგორც სკოლის, ასევე ახლომდებარე კოლეჯის შენობაში.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/VETinSCHOOL/.