საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში“ გამართული ოლიმპიდის მონაწილეების ნამუშევრები დაათვალიერა და გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ოლიმპიადა წარმატებული პროფესიული სტუდენტების გამოვლენისა და წახალისების მიზნით ჩატარდა და ორ მიმართულებას-ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერასა და გრაფიკულ დიზაინს მოიცავდა.
პირველ ეტაპზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტებს მიეცათ პრაქტიკული დავალება - ოპერაციული სისტემის ინსტალაცია და გამართვა, სისტემური პარამეტრების ცვლილება და უკაბელო წვდომის კავშირის კონფიგურაცია. წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით 18 მონაწილიდან გამარჯვებულად გამოვლინდა 3 პროფესიული სტუდენტი. გრაფიკული დიზაინის მიმართულებით კონკურსი ჩატარდა 2020 წლის საუკეთესო და კრეატიული კედლის კალენდრის გამოსავლენად, რომელშიც მონაწილე 16 პროფესიული სტუდენტიდან გამარჯვებულად კვლავ სამი პროფესიული სტუდენტი განისაზღვრა.
ოლიპიადაში გამარჯვებულ სტუდენტებს კოლეჯისგან სასაჩუქრე ფასიანი ვაუჩერები გადაეცათ.