საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
წელს სამი გამარჯვებული გამოვლინდა: I ადგილი - ლელა ცუცქირიძე ,,დღეს ჩემმა ბიჭმა მნახა" II ადგილი - დიანა ანთიმიდი ,,რადიო" III ადგილი - ლევან ლორია ,,ჩემი ჯორჯო".
გამარჯვებულებს სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი პრემიები გადაეცათ.
გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსი მინიატურის ჟანრში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფონდ „კულტურათა დიალოგის“ ინიციატივით 2014 წელს დაფუძნდა. კონკურსის სახელწოდება „ერთგულება“ გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მინიატურის მიხედვით შეირჩა.