საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, გიორგი პერტაიას შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის გააქტიურება და ამ პროცესში სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლის გაძლიერება დარგობრივ ასოციაციებთან ერთად.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა, სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამოქმედო გეგმა პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში. ასევე, დაიგეგმა ერთობლივი აქტივობები დუალური განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ზრდასრულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების ქსელის გაფართოების მიმართულებით.