საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ხოსე ლუის მარტინეს ი ერნანდესთან.
შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, საქართველოს მთავრობასა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.