საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საბერძნეთის ელჩის მოადგილე პოლიტიკური მიმართულებით, გიორგოს პაპანიკოლაუ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.
შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საბერძნეთის ხელისუფლების მიერ გაეროში წარდგენილი ინიციატივა - „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კლიმატური ცვლილების ზეგავლენისაგან“ (Protection on Cultural Heritage from the Impactsof Climate Change). მხარეებმა განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. საბერძნეთის ინიციატივის მთავარ მიზანს წარმოადგენს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, კვლევების ჩატარება და ამ მიმართულებით ცნობადობის გაზრდა.