ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართულ კიოკუშინის მსოფლიო ჩემპიონატზე ზინჩენკო (-65 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.
კონტაქტურ კარატეში ევროპის 3-გზის ჩემპიონმა ფინალში რუსი ივან ტუმაშევი დაამარცხა.
მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ჯამში 3 მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი სერგო მოვსესიანი (-60 კგ) გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა ყამარაული (+95 კგ) დაეუფლა.