პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის თანახმად, დღის წესრიგში დადგა პროფესიული კოლეჯების განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა და სისტემაში მეწარმეობრივი კულტურის დამკვიდრება. თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, აუცილებელი ხდება კოლეჯების საქმიანობის გადაფასება და მათი ევროპულ სტანდარტებთან სრულფასოვანი დაახლოება. სწორედ ამ ახალ მოდელზე მუშაობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ევროპის განვითარების ფონდთან (ITF) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) მჭიდრო თანამშრომლობით. შესაბამისი სამუშაო შეხვედრა დღეს, პროფესიული კოლეჯების, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგნლებთან და პროფესიული განათლების ექპერტებთან გაიმართა.
ახალი მოდელი, რომლის დანერგვასაც გაერო მხარს დაუჭერს, კავშირშია ავტორიზაციის ახალ სტანდარტთანაც, რომელიც მიმდინარე წლიდან ინერგება. შედეგად, უახლოეს მომავალში მივიღებთ პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნებიან პრობლემის გადაჭრაზე, ინოვაციებზე, განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებულნი