10.12.2019
ადამიანის უფლებათა დაცვის
საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების მიმართულებით არაერთი ღონისძიება ტარდება. სამინისტროს „სასკოლო
აქტივობების
ხელშეწყობის
ქვეპროგრამის"
ფარგლებში
საქართველოს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
მოსწავლეებისთვის
გამოცხადებულია ორი სასკოლო კონკურსი:
- კომიქსების კონკურსი ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე;
- პოსტერების კონკურსი სახელწოდებით - „არა ბულინგს“.
კომიქსების კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს კომიქსები ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე. კონკურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, კერძოდ: ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას, ასევე მავნე ჩვევების (თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკული ნივთიერებები და ა.შ.) დაგმობას.
პოსტერების კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე. კონკურსის მიზანი იყო, მოზარდებს გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება ბულინგის ყველა ფორმის, მათ შორის ფიზიკური, ვერბალური, ფსიქოლოგიური, კიბერ და სხვა ტიპის ბულინგის მიმართ.
- დეკემბერში
ასევე დაგეგმილია შემაჯამებელი კონფერენცია,
რომლის მიზანია
,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 18 პროექტის შედეგების გაცნობა და საქართველოში მცხოვრები
ბოშებისა და მესხების ისტორიის, ყოფისა და კულტურის თვითმყოფადობის შესახებ საპრეზენტაციო
თემების მოსმენა, რომელიც მომზადებულია ქვეპროგრამის ბენეფიციარებისა და მოხალისეების
თანამშრომლობით. აქტივობები ხელს უწყობს ერთი მხრივ, ბოშა და მესხ მოზარდებში ხარისხიანი
განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და მათში სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას,
მეორე მხრივ, ქვეპროგრამის მოხალისეებში ტოლერანტული განწყობების ზრდასა და თვითშეგნების
ამაღლებას მოქალაქედ ფორმირებისთვის.
ადამიანის უფლებებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში
მყოფ სხვადასხვა კულტურულ ორგანიზაციაში ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები:
- „პლაკატების კონკურსი ახალგაზრდა
ხელოვანებისთვის“, „ადამიანის უფლებათა დაცვის
დღე მწერალთა სახლში“ - სსიპ მწერალთა სახლი;
- „ხმას
ვიმაღლებ ადამიანის
უფლებების დასაცავად“ - სსიპ სკოლისგარეშე
სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება თელავის
ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი;
- ღია ლექცია „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის“ - სსიპ სმირნოვების მუზეუმი;
- ადამიანის უფლებათა დაცვის
დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია - სსიპ თელავის ისტორიული მუზეუმი;
- „საგანამანათლებლო კონფერენცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სკოლებში ინკლუზიური განათლების შესაძლებლობის შესახებ“ - სსიპ გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი;
- „ადამიანთა უფლებები და ხელოვნება“ - სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისიტეტი“.
- სპექტაკლი „სული რომ ამომდიოდა“ უილიამ ფოლკნერის მიხედვით - სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
- სპექტაკლი „საბრალდებო დასკვნა“ ნოდარ
დუმბაძის პიესის „თეთრი ბაირაღები“ მიხედვით - სსიპ თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
- „მსოფლიო მშვიდობისთვის“ - სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის“ კონცერტი სასწავლებლის მოსწავლეთა მონაწილეობით.