მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდნენ. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
2019 წლის „წინანდლის პრემია“ მიენიჭათ:
„წინანდლის პრემიის" ლაურეატები დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ.
წინანდლის პრემიის „საუკეთესო ნომინანტს“ – გიორგი გიგაშვილს (მუსიკალური ხელოვნება) გადაეცა კომპანია „ბადაგონის“ და მისი ახალი ღვინის ბრენდ GAU#5 -ს სპეციალური პრიზი 2000 ლარიანი ფულადი პრემიის ოდენობით;
ფარმაცეპტული კომპანია „პეესპეს“ სპეციალური პრიზები გადაეცათ საბუნებისმეტყველო მეცნიერების ნომინანტებს:
• ანა გოგოლაშვილი
• გრიგოლ დიდიძე
• ნათია სამსონიძე
სადაზღვევო კომპანია „არდის" სპეციალური პრიზები გადაეცათ:
• ალექსანდრე კალანდაძეს (თეატრალური ხელოვნება)
• მიშო ანთაძეს (კინოხელოვნება)
• მიხეილ სულაკაურს (სახვითი ხელოვნება)
ლიბერთი ბანკის“ სპეციალური პრიზი გადაეცა: ბექა ადამაშვილს (მხატვრული ლიტერატურა, პროზა)
წინანდლის პრემიის კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ უნივერსიტეტის სახელით ახალგაზრდა პერსპექტიულ მეცნიერებს ბექა მოდრეკილაძეს, ალექსანდრე ბარნაველს და რეზო ბერაძეს საჩუქრად გადასცა Samsung Galaxy Tab-ები.
პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. 2019 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში შეეძლოთ: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, პროზა, პოეზია, მუსიკალური ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს გამარჯვებულებს და მომავალში შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს!