საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო განაცხადების მიღება სპორტული ორგანიზაციების აღიარების საკითხის განხილვის მიზნით. მიღებულ განაცხადებს განიხილავს სამინისტროსთან არსებული სათათბირო ორგანო - სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 13 იანვარი.
აღიარების საკითხის განხილვის მიზნით, სპორტული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას განცხადება მინისტრის სახელზე, შემდეგი დანართით:
სპორტული ორგანიზაციის აღიარების საკითხი განხილულ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაცია განაცხადის წარმოდგენამდე დაფუძნებულია სულ მცირე 6 თვით ადრე.
საკონტაქტო პირები:
თეო ბარამიძე - 591 30 45 83
მანანა შაფაქიძე - 593 22 34 73