ქართულ ჭიდაობაში წლის უმთავრესი ტურნირი - „ფალავნობა 2019“ გაიმართა, რომლის გამარჯვებული ონისე ბუღაძე გახდა. საჩხერელმა ფალავანმა ფინალში გიორგი ზაქარიაძე დაამარცხა და ტიტულს კარიერაში პირველად დაეუფლა. მესამე ადგილი ნიაზ დიასამიძემ დაიკავა, რომელსაც მეტოქე - ლაშა ტაველური ტრავმის გამო ვერ გამოუცხადდა.
წლევანდელ ფალავნობას ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენამ უმასპინძლა. ტურნირი წინასწარი შეხვედრებით დაიწყო, რის შემდეგაც გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ფინალურ ბლოკში 4 წონითი კატეგორიის საუკეთესო ფალავნებმა საპრიზო ადგილები გაინაწილეს. 80 და 90 კგ წონით კატეგორიებში გამარჯვებულები გიორგი კაციაშვილი და ილია ბათურაშვილი გახდნენ. ლაშა ტაველურმა გაიმარჯვა 100 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო მძიმეწონოსნებში (+100 კგ) საუკეთესოს ტიტულს გიორგი ზაქარიაძე დაეუფლა.
აბსოლუტური ფალავნობის გამარჯვებულმა - ონისე ბუღაძემ საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ დაწესებული ჯილდო - 33 000 ლარი მიიღო. ვერცხლის პრიზიორს, გიორგი ზაქარიაძეს 10 000 ლარი ხვდა წილად, ხოლო მესამე ადგილოსანმა ნიაზ დიასამიძემ 5 000 ლარი გამოიმუშავა.
„ფალავნობა 2019“
აბსოლუტური
80 კგ
90 კგ
100 კგ
+100 კგ